26 მაისს მთელი ქვეყნის მაშტაბით რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
ხვალ დილის 7-დან დაიწყება მობილიზება და 11 საათიდან დაიწყება ძირითადი ღონისძიება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ფიცის დადების ცერემონია იქნება ქვეყნის ექვს სხვადასხვა ადგილზე თბილისის ჩათვლით.
ხვალ პირველად დადებენ ფიცს სვანეთში. შემდეგი ლოკაციაა აჭარა, ასევე ღონისძიება გაიმართება ფარავნის ტბასთან. კახეთში ფიცის დადების ცერემონია ნეკრესთან, მცხეთაში კი ჯვარზე გაიმართება, რის შემდეგაც 250 რეკრუტი შევა საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
ხვალ ასევე სიმბოლურია გენერალ გიორგი კვინიტაძის გადასვენება სამების ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებს დაასრულებს გალა-კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, საიდანაც იქნება პირდაპირი ტრანსლაცია.
მოსახლეობა ღონისძიებებისთვის თვალყურის მიდევნებას მხოლოდ ტრანსლაციის მეშვეობით შეძლებს.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები