პედაგოგი, ინგა თოდუა, სოციალურ ქსელში, წერს:
” ამ ბოლო დროს ადამიანებს რომ ვაკვირდები ვხვდები რომ ცუდადაა საქმე, ადამიანობა დაკარგული შუშისთავლება, უგულო, სისხლგაყინული, უჯიგრო ადამიანები მომრავდნენ.
დღეს მოსწავლესთან ვიყავი, ეზოში ორი დიდი მეცხვარე ძაღლი ცხოვრობს და ამ ძაღლებს რომ დავმალვოდი, მოგეხსენებათ მეშინია ძაღლების, ჩქარი ნაბიჯით გავეშურე კორპუსისკენ. უცებ რაღაცას ფეხი წამოვდე და დავეძნეყვე…
აქეთ-იქით გავიხედე, შველა მინდოდა ვერ ავდექი და თან მეშინოდა წაქცეულს არ წამომდგომოდა ძაღლი თავზე. უცებ დავინახე გოგონა მოდის. მეთქი გამოიქცევა მიშველის-თქო… აი, შოკი იყო, გამოიქცევა კიარა ისე დინჯად ჩამიარა გვერდი, ისე გადმომხედა და გამცდა, იქით კინაღამ გავეკიდე დასახმარებლად. ისე გავკიდებოდი მადლი იყო, იქნებ მართლა უნდოდა შველა…..
ადამიანობა დაკარგული ადამიანების ეპოქაში ძნელი ყოფილა ცხოვრება”
კომენტარები