პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა:
“გაერთიანებულ ევროპაში და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატოს და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატომდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-17 წელი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა, მერწმუნეთ დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა რეფორმებს მოითხოვდა, ნამდვილად ღირდა მცდელობად. ამიტომაც მოგიწოდებთ გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები, პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში.
ევროკავშირის ქვეყნებს უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ეს არის ანტიკური კოლხიდა, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა, ევროპული კულტურა დღეს ნიშნავს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას, დემოკრატია, სიტყვის და თავშეყრის პატივისცემას. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა ეს ის პრინციპებია, რომლებიც ჩვენ ურთიერთობებს ედება საფუძვლად.
ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ქართველებო ნატოში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა – “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს”
კომენტარები