საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა:
„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ. არ დავიწყებ საუბარს, ვანო მერაბიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. თვითონაც ბევრი განცხადება გააკეთა, მისი განცხადება არასერიოზულია”
კომენტარები