სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველს, მაკა სულაძესა და ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა:
“ვიომოთ, თუ რა გავაკეთოთ, გამაგებინეთ… მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები… არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. მე როცა ჩემ გაწყობილ სუფრასთან მოვიწვევ ადამიანებს, მე მაქვს უფლება, იმ სტუმარს მივუთითო, შენ დაჯდები, თუ არა აქ. გვაქვს გარკვეული პრობლემა ხელისუფლებასთან და კომპანიასთან და რას განვიხილავთ? ეს თემა წამოიჭრა თბილისში, ეს საერთოდ არ იქნებოდა განხილვის თემა… ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ამა თუ იმ ნიშნით…”
24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
კომენტარები