დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან მიღებული წერილის ფოტოს და წერს:
“N18 დაწესებულებიდან ამ წერილის ავტორს ჩემს ადგილას სხვა ასე ეტყოდა საჯაროდ: მტყანსო…
ვინაიდან რამდენი თვეა უკვე მეუბნებიან, რომ ადგილები არაა და საერთოდ არ ვიცი დღეს შეძლებ თუ არა შესვლასო და რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდგომ უკან ვბრუნდები არაერთხელ (თვეებია), არა თუ 1 საათში მიშვებენ…
ხოლო იმ დღესაც სანამ განცხადებას დავწერდი და რეზონანს მივცემდი, მეუბნებოდნენ რომ ადგილი არააო და ვერ შეხვალო, ხოლო მერე უცებ მოტყდნენ და “უი მგონი 1 საათში შეიძლება განთავისუფლდესო”…
აი ამ ყველაფერის მერე რომ ამ წერილს მიიღებ სხვა ზუსტად ასე დაწერდა მტყუანსო …….
მაგრამ მე გიორგი ფანცულაია ვარ და არ გიპასუხებთ ასე, არამედ გიპასუხებთ რომ:
დღეიდან ყოველი მოსვლისას თუ არ მომეცემა საშუალება რომ მაქსიმუმ 1 საათში შევიდე (როგორც აქ გიწერიათ), გიორგი მამალაძესთან, ვრეკავ:
1) გენერალური ინსპექციაში;
2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში;
3) იუსტიციის სამინისტროში;
4) ადვოკატთა ასოციაციაში;
5) და რაც მთავარია ყველა ტელევიზიაში.
P.S. საერთოდ არაფერს ვერჩი იმ თანამშრომლებს ვინც უშუალოდ ამას მეუბნება, რადგან ისინი ჩემზე უფრო წუხან ამ ყველაფერზე… ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ხალხზე მაქვს საუბარი…”
კომენტარები