კასპის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში, საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს, მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, არის თუ არა ის 21 მაისს გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი.
ცნობისთვის, 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, სოფელ მეტეხის მკვიდრი გაუჩინარდა. როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
კომენტარები