ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
ახლა ერთ უმნიშვნელოვანეს თემას მინდა შევეხო. „გირჩს“ პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი, რომ 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს ჩადენილ დანაშაულებებს და ცხადია, დამნაშავეებს, შეეხოთ ამნისტია. 370 ათასმა კაცმა გაიარა „ნაცების“ დროს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი – ციხე. რამდენს წაართვეს ქონება, რამდენი უდანაშაულო ქუჩაში დახოცეს, რამდენი მოკლეს და მერე, წყალში გადაყარეს? რამდენი გააუპატიურეს? ეს კანონპროექტი რომ დაინიცირდეს, ამ იდიოტებს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას გაატყავებს ხალხი, ისე გამწარდებიან. მერე უკვე ეს გამწარებული ხალხი პარლამენტს მიადგება. მაგრამ ახლავე გეტყვი, რაშია საქმე. ეს პოლიტიკური ფანდია. ამ კანონპროექტს არ მიიღებს „ქართული ოცნება“, მაგრამ დროს გაჭიმავს. ხალხში გაჩნდება განცდა, რომ მიშა მართლა ბრუნდება და „ნაცები“ ყველა დანაშაულს ჩამოირეცხავენ, რის გამოც გასამართლებულნი არიან და სასჯელიც მიესაჯათ. ხალხი იფიქრებს, ჯერ 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამნაშავეებს შეეხებათ ამნისტია, მერე ციხის, პოლიციის, კუდ–ის „ზონდერებსაც“, მკვლელებსაც შეეხებათ და ბოლოს, კასტილიანი მტ…ელი რომ ჰყავდათ, იმასაც შეახებენო. მე ეს არა ერთი ადამიანისგან მოვისმინე ამ დღეებში. იქამდე რატომ მივიდა საქმე, რომ „გირჩის“ ეს ორი იდიოტი ამას ბედავს? ამ კანონპროექტის ინიცირება, უკვე შეურაცხყოფაა „ნაცების“ მიერ გაუბედურებული ხალხის. რომელი 26 მაისის დამნაშავეებს უნდა შეახონ ამნისტია? სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე რომ მოკლეს? „ქართული ოცნება“ ყურადღებას გადაიტანს ან კანონპროექტზე, ხალხის ყურადღებას გადაიტანს და უფრო დამაჯერებელს გახდის მიშას ჩამოსვლის ვერსიას. მოკლედ, გამოიყენებენ და ამით, ისევ „მიშა მოდის“, ბუა მიდის“ ძახილით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებენ. მიშას და „ნაცების“ დაბრუნების პერსპექტივით შეშინებული ხალხი ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხალხს.
– 6 წლის წინ ვწერდი „ალიაში“ და ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი: ავადმყოფი ლოგინში უნდა მო..ას, თორემ თუ გამოჯანმრთელდა, მოღონიერდა და ჯანზე მოვიდა, მერე მოგიბრუნდება და იქით მო…ას მოგინდომებს–მეთქი. ზუსტად ეგრე მოხდა. 2012 წელს მიჩმორებული, სოროებში იყვნენ შემძვრალნი „ნაცები“, ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მომაკვდავებს რეანიმირება გაუკეთეს, გამოაცოცხლეს, მოაღონიერეს პოლიტიკურად და მერე ფინანსებიც იშოვნეს და დღეს მაგათ მართლა მო…ან უპირებენ – ხელისუფლებაში უნდათ მოსვლა და ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების დასჯას აპირებენ. დაუჭამიათ ერთმანეთი, მე მაგათ შუაში არ ჩავუდგები, ერთმანეთზე უარესი ნაძირალები არიან. აი, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს მთავარი დაპირება რომ შეესრულებინა, სამართლიანობა აღედგინა ქვეყანაში, ყველა დამნაშავე „ნაცი“ კანონის შესაბამისად დაესაჯა, „ნაცმოძრაობა“, როგორც დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია, კანონით აეკრძალა, დღეს „ნაცები“ ამდენს აღარ „იბლატავებდნენ“ და „გირჩის“ ლიდერები ვერც კი იოცნებებდნენ ამგვარი კანონპროექტის პარლამენტში შეტანაზე.
– გეთანხმები, სამართლიანობის არ აღდგენა იყო უდიდესი შეცდომა, მეტიც, უდიდესი დანაშული. ხედავს ხალხი, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას, გიორგი ბარამიძეს, მურთაზ ზოდელავას, გივი თარგამაძეს და სხვა ნაძირლებს აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია. უკრაინიდან მიშა იქაჩება, მომიხსენით ბრალდებები, ჩამოვალ საქართველოში და ივანიშვილთან თანაბარ პირობებში ვიბრძოლებ ხელისუფლებაში დასაბრუნებლადო. ახლა, რამდენი ფიქრობს, რომ ის დამთხვეული მართლა ჩამოვა და თბილისის ქუჩებში დაიწყებს სეირნობას? იმ ხალხს, მთელი ბიზნესი და ქონება რომ წაართვეს, ციხეებში რომ აწამებდნენ, გვამებზე აბამდნენ და 2–3 დღე ამ მდგომარეობაში ტოვებდნენ, მათ ოჯახის წევრებს კიდევ ეს უნდათ? ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების მშობლებს, დებს, ძმებს, ბებია–ბაბუებს კიდევ ეს უნდათ? ერთი პატიმრის ცოლს რომ აუპატიურებდნენ მის თვალწინ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე, გლდანის ციხის უფროსი, ალექსანდრე მუხაძე და ციხის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი ესწრებოდა ამას, ეს მითხრეს ადრე. ამ ყველაფრის დავიწყებას, ვიდრე ცოცხლები არიან, ვერასდროს შეძლებს ეს ხალხი. ისინი მუდამ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იქნებიან. ეს ხალხი ამბობს, „ქართული ოცნება“ ციხეებში და პოლიციის შენობებში არ აწამებს ხალხს, არ აუპატიურებს, ქუჩაში ხალხს არ ხოცავს, ზღვაში არ ყრის დახოცილი ხალხის ცხედრებს და ადგებიან და „ქართულ ოცნებას“ მისცემენ ხმას და დღემდე აძლევენ. „ნაცების“ დაბრუნებისა ეშინია ხალხს და იმიტომ აძლევენ ხალხს „ქართულ ოცნებას“. „გირჩის“ ამ კანონპროექტსაც საამისოდ გამოიყენებს ხელისუფლება, ხმებს მოუტანს.
– ამ წრეზე როდემდე უნდა ვიაროთ? ან „ნაცები“ და ან „ქოცები“. არ უნდა მიეცეს ხალხს ნორმალური არჩევანის საშუალება?
– ეს ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ეფექტურად იყენებს ხალხში ჩაბუდებულ „ნაცების“ შიშს. ამ კანონპროექტსაც გამოიყენებენ არჩევნებზე, ხალხი ამასაც გადაყლაპავს და მერე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა დეპუტატი და იტყვის, მხარს არ ვუჭერთო და არ გავა. მორჩება ამით ყველაფერი.
კომენტარები