ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ეკლესია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას მხარს არ დაუჭერს. ამის მიზეზებზე მან ბოდბეში ქადაგების შემდეგ მედიასთან ისაუბრა:
“ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო… რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის კადრები, ვნახე შიგნით ადეიშვილის, მერაბიშვილის, ასევე კეზერაშვილის… გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა…”
შეგახსენებთ, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, მეუფე იაკობმა თქვა, რომ გახარია მაშინდელ შინაგან საქმეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან (ვახტანგ გომელაურთან) და მაშინდელ პრემიერთან (გიორგი კვირიკაშვილთან) ერთად მას “პატრიარქის გადასაყენებლად ეჩალიჩებოდნენ”.
ამ საკითხზე მან 7 აპრილს კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში არ იყო და ისე მოიქცა, როგორც არ უნდა იქცეოდეს “არაქრისტიანიც კი”. თუმცა, ის ბოდიშს იხდიდა “ბილწსიტყვაობისთვის” და არა იმ ბრალდების გამო, რომელიც პოლიტიკოსების მისამართით გამოთქვა.
კომენტარები