ინფექციონისტი, ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი:
“ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება ასტრაზენეკას დოზებს შორის ინტერვალზე.
ყველა არსებული მაღალი სტანდარტის კვლევა, რომელიც მიუთითებდა, რომ ასტრაზენეკას პირველი დოზის შემდეგ თუ ვაქცინის მეორე დოზა გაკეთდება 6 კვირაში ეფექტურობა 55.1%-ია, ხოლო 12 კვირაში 80%-ია, ჩატარებულია იმ დროს როდესაც დომინანტური იყო კოვიდის ძველი ვარიანტი. ამავე ვარიანტზე ასტრაზენეკას 1 დოზის შემდეგ 76%-იანი ეფექტურობა ნარჩუნდებოდა 90 დღის განმავლობაში.
ეხლა როდესაც დომინატურია B.1.1.7 ბრიტანული ვარიანტი, ხოლო იგივე ინგლისში B.1.617.2 ანუ ინდური ვარიანტი, ყველა არსებული კვლევა აჩვენებს რომ ასტრაზენეკას ერთი დოზის ეფექტურობა ინდურზე 30%, ხოლო ბრიტანულზე 50% -ია, შესაბამისად მეორე დოზის სწრაფად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული რეალობის გათვალისწინებით.
ყველას ვთხოვ არ ინერვიულოთ, თუ თქვენი ვიზიტი მეორე დოზაზე 6 კვირის ინტერვალითაა პირველი დოზიდან დაშორებული. ჩემი აზრით, განსაკუთრებით ასაკოვნებში და თანხმლები ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აიცერი და იყავი დაცული! გისურვებთ ჯანმრთელობას!”
კომენტარები