ლეგენდარული კახი კავსაძის ძმა, იმერი კავსაძე სოციალურ ქსელში კახის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მსახიობი 16 წლისაა.
ცოტა ხნით ადრე, მან “ფეისბუქზე”, ფუნიკულიორზე გადაღებული ფოტო განათავსა.
იმერი კავსაძე:
“რა კარგი სურათია, ვგიჟდები. ეს ფოტო, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელია. აღარც მახსოვს, ასეთი თუ ვიყავი ოდესმე.
მაშინ ჩვენ ხშირად დავდიოდით ფუნიკულიორზე. ის რესტორანი პოპულარული იყო. საზოგადოების თავშეყრის ადგილი გახლდათ. დაბადების დღეებს იქ იხდიდნენ ხოლმე.
ამ ფოტოზე, მე მგონი, 5 აგვისტოა და ჩვენი მეგობრის, ავთო საყვარელიძის დაბადების დღეზე ვართ. თუ შეატყობთ, თვალებში ნაბახუსევი გვეტყობა.
ისეთი სამეგობრო გვყავდა, შეკრება და ურთიერთობა გვიხაროდა. თბილისელობაც ეს იყო. ფუნიკულიორზე ვიკრიბებოდით… რას იზამ, წავიდა ყველაფერი…
ორივე ნავარჯიშები ვიყავით, ფიზიკურად ხომ გვეტყობა?! კახი დარბოდა, მე ფეხბურთს ვთამაშობდი. ვცურავდით, წყალბურთს ვთამაშობდით. წყალბურთი სასწაულად ანვითარებს სხეულს, კომპლექსურად.”
კომენტარები