პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
ძალოვანი სისტემა, რომელიც კანონს ამოფარებული, ნამახვანში “სპეცოპერაციას” ატარებს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, ყოველდღე “გამოხშირვით” ვიღაცას იჭერს, რომ მერე მათი უფროსები ამ ხალხის ბედით ევაჭრონ ადგილობრივ მოსახლეობას, გადატეხონ, დათრგუნონ… და ამასთანავე არ რეაგირებს იმ წარმოუდგენელ ვითარებაზე, რაც სავარაუდოდ ნინოწმინდაში ხდება, იმიტომ რომ ისევ მათ უფროსებს არ აწყობთ, არ იმსახურებს პატივისცემას, რომელსაც მუდმივად ითხოვს.
კომენტარები