ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, “ფორმულას” შემზარავ ისტორიას უყვება:
19 წლის ახალგაზრდა კაცი მედიასთან ამბობს:
“ეზოში ვიყავით და აღმზრდელს ერთი ბიჭი გაექცა გოგოებისკენ, იქნებოდა 6-7 წლის. თმით ათრია და ისე გამოიყვანა, მერე ისე ცემა, თვითონაც ვერ მიხვდა, ეტყობა, როგორ შემოაკვდა ბავშვი ხელში. ბავშვი მოკვდა. მე მაგ დროს ვიყავი დაახლოებით 10-11 წლის. ეს ფაქტიც გაუხსნელია. შემოვიდა რაღაც მანქანა, “კლიონკა” გადააფარეს და წაიყვანეს. პოლიცია არ იყო.
გვირტყამდნენ “რეიკებს” წელზე, ფეხებზე, პურის მარცვალზე და ბრინჯზე 24 საათით დაყენებაც იყო, ბევრს სისხლის სდიოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ამით აშინებდნენ.
იყო ერთი ბავშვი, აღმზრდელებმა “მოსიარულე ფსელი” შეარქვეს, ჩემი მეგობარი იყო, გენეტიკური დაავადება ჰქონდა, მასწავლებლებმა დაიწყეს და ბავშვები აჰყვნენ, დაინახავდნენ და იძახდნენ “მოსიარულე ფსელი” მოდისო.
ბავშვთა სახლიდან როგორც გადიოდი, ქვემოთ იდგა პოლიცია, არ არსებობს, არ გასულიყო ხმა კივილის ბავშვების და ყვირილის, თუმცა, ერთხელაც არ დაინტერესებულან, რა ხდებოდა.”
იგი ჰყვება იმასაც, ზოგჯერ აღმზრდელები ძილის წამლებსაც იყენებდნენ.
19 წლის ახალგაზრდა ამბობს, რომ მზადაა პოლიციას ჩვენება მისცეს.
შეგახსენებთ, გომელაურის უწყებამ დღეს განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე 4 სისხლის სამართლის საქმე იძიებენ, ნინოწმინდის პანსიონზე, თუმცა, საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ. საინტერესოა, თუ დაინტერესდება შსს ამ 19 წლის ახალგაზრდა მონათხრობით და თუ ჩათვლის მას მტკიცებულებად.
გომელაურის უწყებამ იმაზეც უნდა გაგვცეს პასუხი, როგორ მოხდა, რომ 4 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ და პანსიონი არ ჰყავთ აყვანილი განსაკუთრებულ კონტროლზე, როგორ ხდება რომ პოლიცია არ ინტერესდება პანსიონიდან გამოსული ყვირილის ხმით?
შეგახსენებთ, შსს-ს არ განუმარტავს, რატომ ვერ უზრუნველჰყო სახალხო დამცველის შესვლა პანსიონში.
კომენტარები