აზერბაიჯანში, ქალბაჯარის რაიონში, რომელიც სომხეთს ესაზღვრება, აზერბაიჯანული მედიის ორი წარმომადგენელი AzTv-ს ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და AZƏRTAC-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ნაღმზე აფეთქდნენ და ორივე გარდაიცვალა.
აზერბაიჯანული მედიის მიხედვით, გადამღები ჯგუფის მანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ორი დაღუპულის გარდა, არის 4 დაშავებულიც.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში მყოფ ქალბაჯარის რაიონზე კონტროლი 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ აღადგინა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისრა. მათი მტკიცებით, სომხურმა ძალებმა ნაღმები კონტრშეტევების დროს განათავსეს.
კომენტარები