სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის ოფიცალურ გვერდზე სამძიმარს აქვეყნებს:
„გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე… ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა – მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!“
ზურაბიშვილის სამძიმარს უკმაყოფილო კომენტარები მოჰყვა:
„უდიდესი დანაკლისია, პოსტის დასაწყისს თუ ჩაასწორებთ- უკეთესი იქნება .. სამწუხაროდ სამზე მეტი ბუმბერაზი დავკარგეთ“, „და კახი კავსაძე არ დააკლდა ქართულ კულტურას? თემურ წიკლაური?“, „ბოლო ექვის თვის მანძილზე კი არ გასამდა, 60-იანელთა თაობის უმრავლესობა წავიდა და მათთან ერთად არაერთი საშუალო თაობის ხელოვანიც. უმძიმესი წელიწადია და ამ ცოცხალ სამკალში ვინმეს გამოყოფა, თუნდაც გენიალურისაც, არასწორია!!“, „რაებს წერთ კარგად ხომ ხარ? წაშალე ეს სამარცხვინო სტატუსი მაინც მრცხვენია რაც არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გქვია“…
კომენტარები