ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი ტურისტებისთვის, ქვეყნის საზღვრები 7 ივნისიდან სრულად გაიხსნა.
ესპანეთში მოგზაურობა იმ პირებს შეეძლებათ, რომლებსაც ვაქცინაცია მედიკამენტების ევროპული სააგენტოს მიერ ლიცენზირებული პრეპარატით ჩაუტარდათ. ესენია: Pfizer, Moderna, AstraZeneca და Janssen. ამასთან, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთში მოგზაურობა ჩინური პრეპარატებით – Sinopharm-ითა და Sinovac-ით – აცრილ პირებსაც შეეძლებათ.
ამას გარდა, საზღვარგარეთის საკრუიზო გემებს კვლავ მიეცათ ქვეყნის პორტებში დგომის ნებართვა.
კომენტარები