აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ზეწოლაზე საუბრობენ. ისინი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ. ჟურნალისტები ამბობენ რომ დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე არაპასუხისმგებელ პირებთან ერთად მოხდა ჯენი კვანტალიანის მიერ მომზადებული სიუჟეტის განხილვა, რასაც მასალის ავტორის პროტესტი მოჰყვა. ზეწოლა განხორციელდა იმ ჟურნალისტზეც ვინც დახურული სხდომიდან სიუჟეტის განხილვის შესახებ ინფორმაცია გამოიტანა.
„მიზანმიმართულად მიმდინარეობს კონკრეტული ჟურნალისტების დაშინება და დისკრედიტაცია. პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული გავაგრძელებთ თუ არა დავას სასამართლოსი. დირექტორის მოადგილის შესარჩევ სხდომაზე ჩემს მიერ მომზადებულ სიუჟეტს განიხილავდნენ არაპასუხისმგებელ პირებთან, დირექტორის მოადგილობის კანდიდატებთან. ეს ინფორმაცია საჯარო გახადა ნათია ლომაძემ, რომელზეც განხორციელდა ზეწოლა თუ როგორ გაბედა გასაჯაროება. ასევე ზეწოლა იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართაც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს,-” განაცხადა ჯენი კვანტალინმა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება 4 წევრისგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ მიიღო. კომისიის წევრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთეს. კონკურსანტებთან გასაუბრება მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხუზმიაშვილის არჩევა მოულოდნელი არ ყოფილა ჟურნალისტებისთვის.
კომენტარები