ყოველწლიური “გარე სივრცის” კონკურსი, რომელსაც სხვაგვარად “არაფრის კეთების” შეჯიბრადაც მოიხსენიებენ, წელსაც ჩატარდა სამხრეთ კორეაში.
კონკურსი ერთგვარი მედიტაციური ღონისძიებაა. ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, “ძნელია ამის ახსნა, მაგრამ არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი ადამიანებთან შეხვედრაში, რომლებიც ნებით ირჩევენ არაფერს”
კონკურსი გასულ წელს ვირტუალურად ჩატარდა, პანდემიის გამო და მონაწილეებმა ვიდეოები “ტიკ-ტოკზე” ატვირთეს.
როგორც წესი, კონკურსში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს, მაგრამ პანდემიის გამო, წელს კონკურსში 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსანტები ქალაქისგან მოშორებით, ტყეში, პლედებზე განთავსდნენ. მონაწილეები 90 წუთის განმავლობაში არაფერს აკეთებენ და მოდუნებას ცდილობენ. კონკურსის გამარჯვებული სწორედ ის გახდა, ვინც სიმშვიდის მოპოვება ყველაზე კარგად შეძლო და ვისაც ყველაზე სტაბილური პულსი აღმოაჩნდა.
არაფრის კეთების კონკურსი სამხრეთ კორეაში 2014 წლიდან იმართება. იგი ქალაქებიდან მოშორებით, ბუნებაში ტარდება. მონაწილეებს 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად მოდუნება მოეთხოვებათ. სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს პულსის მიხედვით ავლენს.
ის, ვინც ისე მოდუნდება, რომ დაიძინებს, დისკვალიფიკაციას მიიღებს.
წყარო – Insider
კომენტარები