ნინოწმინდის პანსიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ.
ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოა, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლები პანსიონის აღმზრდელებს გამოკითხვაზე გადაიყვანენ.
ამასთან, როგორც ირკვევა, პანსიონში 32 ბენეფიციარი რჩება. ისინი დღეს “ვორლდ ვიჟენ ჯორჯიას” წარმომადგენლებმა მოინახულეს.
კომენტარები