ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოქრიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ოპოზიციაში.
„დღეს ოპოზიცია უნდა იჯდეს ხელისუფლებაში, „ოცნება“ უნდა იყოს ოპოზიცია, მათ მიიტაცეს ხელისუფლება, მიიტაცეს ქვეყანა, მიიტაცეს სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს სამშობლო, სახელმწიფო არა გვაქვს.
მე ახლა ვარ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ, პირველად. უნდა დავშალოთ ეს არალეგიტიმური პარლამენტი“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
კომენტარები