ადვოკატი, გიორგი ფანცულაია:
“კიდევ ერთი ფაქტი 2021 წლის “გაწიკწიკებულ” საქართველოდან!!!
ადვოკატის მიერ ციხეში შესვლა და პატიმრის ნახვა უკვე ვიცით წარმოუდგენელ ჯოჯოხეთი გახდა მეორე წელია და ერთი პატიმრთან შესახვედრად 4-5 საათიანი ლოდინიც არ ყოფნის, ხო და დღეს დილის 8 საათზე მივედი ციხეში, რომ რიგში არ ვყოფილიყავი და სასამართლო პროცესებამდე მომესწრო პატიმრის ნახვა.
იცით ამჯერად რა მოხდა?????
მთელს N8 საპყრობილეში პარალიზებული იყო/არის სატელეფონო კავშირი და პატიმარი ვერ დაგვალაპარაკეს ვერც მე და ვერც სხვა ადვოკატებს თავიანთი პატიმრები…
ვცადე სხეულის ენით ამეხსნა შუშის იქეთ მყოფ პატიმარზე სამართლებრივი საკითხები, ისიც იქედან სალტოებს აკეთებდა თავისი პრობლემების მოსაყოლად, მაგრამ ვერაფერი გავაგებინეთ ერთმანეთს და დავიშალეთ/წამოვედი უკან…
P.S. კიდევ ერთი ფაქტი გაწიკწიკებული საქართველოდან… მმართველობის 9 წლის თავზე.”
ვერ გეტყვით, იცის, თუ არა იუსტიციის მინისტრმა აღნიშნულ ფაქტზე, ამიტომ, “ალია” მასაც ეკითხება – იცით, ბატონო რატი?
შეგახსენებთ იმასაც, რომ იუსტიციის სამინისტრო წლებია გვემდურის, კი, ზუსტად ასეა, გვემდურის. იმას დანამდვილებით გეტყვით, რომ როცა ბატონი რატი დაინიშნა იუსტიციის მინისტრად, მას პირადად შევეხმიანეთ, დაწვრილებით ვუამბეთ, როდის და როგორ გაგვებუტა მისი სამსახურის პიარი, დაგვპირდა გარკვევას, მაგრამ მისი პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ წერილი უნდა მივწეროთ, ხოდა, ვწერთ აგერ დღეს, 08 ივნისს, იცით, რა მოხდა დღეს, მერვე საპყრობილეში? ერთ ათ დღეში თუ გვიპასუხებენ, აქვე გავაახლებთ ინფორმაციას. განათავსებს, ალბათ, სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური განცხადებას, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, მხოლოდ ბლანკიან ქაღალდზე დაწერილი ოფიციალური განცხადება მიიღებაო და დაველოდებით ბლანკიან ფურცელზე დაწერილ პასუხს.
კომენტარები