პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე შსს-ს მოუწოდებს, პლენარულ სესიაზე უპირბადოდ ყოფნის გამო დააჯარიმოს. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაკაიძე წერს, რომ დღეს მისი ქმედება “არასწორი” იყო.
“დღეს, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახული ვარ უპირბადოდ. აქვე ჟურნალისტმა მიუთითა რეგულაციასა და შესაბამის სანქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ვეთანხმები პირბადის ყველგან ტარების ვალდებულებას, ვფიქრობ დღეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ქმედება, არ იყო სწორი, რადგან ეს წესი მოქმედებს და არაერთი მოქალაქე არის დაჯარიმებული, აღნიშნული წესის დარღვევისთვის.
ამიტომ, თავს არ მივცემ უფლებას, ჩემს შემთხვევაში დაშვებული იქნეს გამონაკლისი და მოვუწოდებ შესაბამის უწყებას, დროულად გამომიგზავნოს შესაბამისი ჯარიმის ქვითარი”, – წერს ის.
კომენტარები