სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მზადაა თავისი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს. განცხადება ფაშინიანმა ქალაქ აპარანში მოსახლოებასთან შეხვედრის დროს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების სერჟ სარქისიანის და რობერტ კოჩარიანის საპასუხოდ გააკეთა.
“ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვაძლევ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ.” – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს რობერტ კოჩარიანს და სერჟ საქრისიანს მიმართა და თქვა, რომ უფლებამოსილებას აძლევს ამ საკითხზე მოლაპარაკაბები აწარმოონ.
“არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ. ვამბობ ოფიციალურად. წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები.” – თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტებისგან პასუხს ელოდა.
საკითხს გამოეხმაურა ფაშინიანის შვილიც.
“მზად ვარ სომეხი სამხედროების ნაცვლად წავიდე აზერბაიჯანში მძევლად ან ნებისმიერი სხვა პირობით. ყოველთვის ვიყავი და ვარ მზად. ზოგიერთი პოლიტიკური წრე ამ საკითხით მანიპულირებს და ფიქრობს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის არსებობს წითელი ხაზები როცა საქმე ქვეყნის სამსახურს ეხება” – წერს აშოტ ფაშინიანი Facebook-ზე.
ფაშინიანის შვილი აღნიშნავს, რომ თუ ყოფილ პრეზიდენტებს ასეთი შეთანხმების მიღწევის საშუალება აქვთ, ეს უნდა გააკეთონ, სხვა მხრივ კი მათი “მათი სიტყვები და გამოთქმები უბრალოდ შანტაჟია”
წყარო – ტაბულა
კომენტარები