ქუთაისში, პარლამენტის შენობის შენარჩუნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე “თავისუფალი საქართველოს” წევრმა, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის გაყიდვა ქალაქისთვის ბოლო იმედის წართმევაა.
“ისედაც მომაკვდავ, დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, ხარ უზნეო და ფეხებზე გკიდია საერთოდ რეგიონები, ქალაქები და ა.შ”, – განაცხადა წულაიამ.
აქციაზე შეკრებილები მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის დედაქალაქში გადასვლამ ისეც წაართვა ქალაქს განვითარების პერსპექტივა, შენობის გაყიდვა კი ამ შანსებს საერთოდ მოსპობს.
კომენტარები