ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:
ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, როდესაც მან მოითხოვა პასუხი კითხვაზე: ვინ და რატომ ჩამოიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.
„ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი, მე აქ ვიყავი ძვირფასო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებო, ზემოდან გიყურებდით, ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით,“ – განაცხადა ყაველაშვილმა, რაზედაც გუბაზ სანიკიძემ ჰკითხა – „არ გრცხვენია?“.
სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს უთხრა, რომ „რუსების მონები არიან“…
კომენტარები