ფოთში, ზღვაში 25 წლის კაცს ეძებენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაზე მეგობრებთან ერთად იყო, წყალში საცურაოდ შევიდა, მოულოდნელად დინებამ გაიტაცა და ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო.
სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად 2 მცურავი საშუალებაც მონაწილეობს, თუმცა ზღვაში გაუჩინარებული კაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები