ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში, ლინკს აქვეყნებს და წერს:
1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით აშშ-ში სრულად ვაქცინირებული 110 მილიონი ადამიანიდან კოვიდი-19 განუვითარდა 10 262 ადამიანს. 27% იყო ასიმპტომური, 10% იყო ჰოსპიტალიზირებული, 160 ადამიანი გარდაიცვალა (დეტალები იხილეთ მითითებულ სტატიაში) ასეთი ინფექციის 64% გამოწვეული იყო B.1.1.7 (ალფა) ვარიანტით…
ჩვენს ქვეყანაში ყველა ორჯერადად აცრილი და კოვიდით დაავადებული ადამიანის იდენტიფიცირება და მათი დიდი ნაწილის გენომური სექვენირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა სრული მეთველყურეობა არსებობდეს “შემაშფოთებელი“ ვარიანტების ცირკულირების თაობაზე.
კომენტარები