მალხაზ მაჩალიკაშვილი:
“წუხელ გახარიას ვუსმენდი ქალბატონი ინგა გრიგოლიას რეაქციაში, უბრალოდ ერთი მომენტი მინდა ხაზგასმით ავღნიშნო – 20 ივნისის სისხლიანი დანაშაულთან დაკავშირებით, ქართული ოცნების სახელმწიფოს ჩადენილია, ბევრჯერ მითქვამს.
ეს იყო ქართული ოცნების მიერ მომიტინგების პროვოკაციაზე წამოგება, შემოყარეს თავიანთი მხარდამჭერი ჯგუფები და პარლამენტის შტურმის ინიციატორებიც მოგზავნილი ჯგუფები იყვნენ, არც მელია არც რურუა და არც სხვა რომელიმეს შტურმით პარლამენტის აღებისკენ არ მოუწოდებიათ და ყველაზე მთავარი – იქ რომელიც იდგა სპეც რაზმი რკინის ჯებირის წინა მხარეს რომც გაერღვიათ ეს ფლანგი და ჯებირები უკვე წინაღობა იყო რკინის კონსტრუქცია ჭიშკარი და რკინის კედელი ღობის სახით, იქ შიგნიდან პარლამენტის ეზოში მარტო ჭავლის სპეც მანქანა რომ დაეყენებინათ სრულიად საკმარისი იყო, არც ერთი აქციის მონაწილე ვერ გადავიდოდა და თვალების დათხრა ტყვიების გამოყენება საერთოდ არ დასჭირდებოდათ.
აქ ისმება კითხვა რატო ასე არ მოიქცნენ? არ მოიქცნენ იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეს ასე ქონდა დაგეგმილი და ეს ქაოსი, არეულობა სჭირდებოდათ, შემდგომში კი ვნახეთ როგორ კარგად გამოიყენეს ეს ყველაფერი სათავისოდ.
იმ დარბევაზე სულ წინ ვიყავი ბოლომდის და დავინახე მეტ ნაკლებად რაც ხდებოდა.
ასევე შემიძლია ვთქვა ეს ბრძანება გახარიასი არ ყოფილა გაცემული აქ სულ სხვა სიბინძურე იმალება და ეხლა რახან გახარია ვითომ ოპოზიციაშია, ვფიქრობ, შევხდე და კითხვები დავუსვა ჩემს საქმეზე.
საინტერესო იქნება როცა იყო ხელისუფლებაში ჩემთვის პასუხი არ ქონდა ეხლა ოპოზიციაში გადანაცვლებით მერე თუ ექნება რამე პასუხი”
კომენტარები