ჩვენი წინაპრები მოსალოდნელ ამინდს ყოველგვარი გაჯეტების, რთული გამოთვლებისა და ხელსაწყოების გარეშე არკვევდნენ – ისინი, უბრალოდ, ცას უყურებდნენ…
ბუმბულივით ღრუბლები
ასეთი ღრუბლები 5-14 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გრძელ ძაფებს, ხაზებს ანდა ბუმბულებს ჰგავს. ისინი ყინულის კრისტალებისგან შედგება, მაგრამ დედამიწამდე ვერ აღწევს. ამიტომ, თუკი ამგვარ ღრუბლებს ამჩნევთ, ეს კარგი, მაგრამ გრილი ამინდის მანიშნებელია ?
თუკი ბუმბულისებრი ღრუბლები სქელდება, დაბლა ეშვება და ცის ნაწილს ფარავს, მაშინ ისინი ბულბულისებრ-ბუჩქისმაგვარი ხდება. ეს ცხვრის მატყლის მსგავსი პატარა ღრუბლებია, რომლებიც, ასევე, წყლის დატალღურ ზედაპირსაც მიაგავს. ისინი მკვეთრად დათბობის მანიშნებელია. რამდენიმე საათში კი ჭექა-ქუხილი და თავსხმა წვიმა დაიწყება ?
თუკი ღრუბლები კიდევ უფრო დაბლა დაეშვება, მაშინ ისინი ბუმბულისებრ-ფენოვანი ხდება. ისინი მთელ ცაზე მოფენილ თხელ ფურცლებს ჰგავს.
ასეთი ღრუბლები ხანგრძლივი წვიმის დაწყებამდე 12-24 საათით ადრე ჩნდება ?
ბუჩქისმაგვარი ღრუბლები
ბუჩქისმაგვარი – ეს პატარა, ღუნღულა, ბამბის მსგავსი ღრუბლებია. მათგან წვიმა არ მოდის, ეს კი კარგი ამინდის მანიშნებელია, თუმცა სიხარულის მიზეზი არ გვაქვს.
ბუჩქისმაგვარი ღრუბლების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ სადღაც საავდრო ღრუბლები გროვდება და წვიმა უახლოეს 8 საათში დაიწყება. მაგრამ თუკი ბუჩქისმაგვარი ღრუბლები ცოტაა და საღამოსთვის საერთოდ ქრება, მაშინ ამინდი კარგი და მდგრადი იქნება.
ალბათ, გინახავთ ამგვარი ღრუბლები, რომლებიც მატყლის პატარა ფთილებს ჰგავს და მთელ ცაზეა მიმოფანტული – ეს მაღალი ბუჩქისმაგვარი ღრუბლებია. თუკი სურათზე გამოსახული ღრუბლებისმაგვარი შეამჩნიეთ, მაშინ ქოლგის წაღება არ დაგავიწყდეთ, რამდენიმე საათში თავსხმა წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი ?
ფენოვანი ღრუბლები
ეს ნაცრისფერი ზეწარია, რომელიც ნისლს ჰგავს და მთელ ცას ფარავს. ამგვარი ღრუბლები თხელია და მიუხედავად მოქუშული შესახედაობისა, წვიმას ნაკლებად მოასწავებს. ფენოვანი ღრუბლები კარგი და თბილი ამინდის წინ ჩნდება.
საწვიმარი ღრუბლები
აქ უკვე ყველაფერი გასაგებია: თუკი ღრუბელი მუქია, უსათუოდ იწვიმებს, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა – წვიმაცაა და წვიმაც. ყურადღება ღრუბლის ფერს უნდა მიაქციოთ – მათი ტონალობის მიხედვით ამინდის განსაზღვრა შეიძლება.
შავი ღრუბლები წვიმასა და სუსტ ქარს ნიშნავს;
ყავისფერი ღრუბლები – წვიმასა და ძლიერ ქარს;
ნაცრისფერი ღრუბლები ხშირად დიდ ტერიტორიაზე იშლება, ამიტომაც წვიმა სუსტი, მაგრამ ხანგრძლივი იქნება.
ახლა კი გაიხედეთ ფანჯარაში და ცას შეხედეთ, როგორი ღრუბლებია?
funtime.ge
კომენტარები