ჟურნალისტი, ირინე არდაშელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი რომ კვდება, მეორეს ავტომატურად ზედ ვაკლავთ.
მთელი ერი მოსამართლეა და იმ რამდენიმე კაცის არჩევაზე, ნეტა რას ვიკლავდით თავს.
17 წლის მოზარდი, მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ერმა უკვე განაჩენი გამოუტანა.
ან რა საზიზღარი მიდგომაა, ყველა სინქრონში ერთი მხარე ალაპარაკო და ზედ გადაუარო ქალია, ბავშვია, მოზარდია. მოკლულის ნათესავი როგორ შეიძლება ბოლომდე ობიექტური იყოს.
რატომ არ შეგვიძლია ამბავი გადმოვცეთ ზედმეტი გამძაფრების გარეშე. მამამ რომ შვილი მოკლა, ამას კიდე გამძაფრება უნდა?!”
კომენტარები