ფოტო – BBC
ავსტრალიაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ძლიერმა წვიმამ და ყინვამ მოიცვა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრალიაში ივნისის თვეში რეკორდული სიცივე დაფიქსირდა, “ხუთშაბათს ავსტრალიელებმა გაიღვიძეს მძიმე და თოვლიან ზამთარში” – წერს სააგენტო.
ანტარქტიდიდან მონაბერმა ჰაერის ცივმა მასებმა სიდნეიში ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიყვანა.
ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა თოვლს „იშვიათი“ მოვლენა უწოდა. ამ შტატში ბოლოს 2015 წელს მოთოვა.
შემცირებულ ატმოსფერულ წნევას ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა მოჰყვა, რის შედეგადაც ვიქტორიაში სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, კერძოდ, პოლიციამ, წყალში ჩაძირულ მანქანაში მამაკაცის გვამი აღმოაჩინა.
ხელისუფლებამ ქალაქ ტრარალგონის 26,000 მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოაცხადა.
ავსტრალიაში ივნისი ზამთრის დასაწყისად ითვლება. ამ წელს ავსტრალიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, რომელსაც შეუქცევადი პროცესების სახით წყალდიდობა, გვალვა და ხანძრები მოჰყვა.
კომენტარები