დიპლომატი ზურაბ ერისთავი, “ტვ იმედის” სიუჟეტს ეხმაურება და წერს:
“ტელეარხ იმედზე TV Imedi 8 ივნისს გასულ იმედის ფაქტორის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა გიორგი გახარიას ნეპოტისტური ქსელის გამომჟღავნებას, მსურს განვაცხადო შემდეგი:
მე დავინიშნე მექსიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 2015 წელს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის Beruchashvili Tamriko წარდგინებით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის Irakli Garibashvili თანხმობითა და პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის Giorgi Margvelashvili ბრძანებით.
შეგახსებთ, რომ ამ დროს გიორგი გახარია ბრძანდებოდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და არ მგონია, მას ამ დროს რაიმე გავლენა ჰქონოდა ზემოაღნიშნული პირების საკადრო გადაწყვეტილებებზე. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში. გარდა ამისა, ტელეარხ იმედის ჟურნალისტებს ამ საკითხის გარკვევა ადვილად შეეძლოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia, სადაც 30 წელზე მეტია ვმუშაობ და ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში გამოვლილი მაქვს ყველა თანამდებობრივი საფეხური მეორე მდივნიდან ელჩამდე.
რაც შეეხება ჩემს შვილს: მე კმაყოფილი ვარ, რომ ანა ჩამოყალიბდა თავისუფალ და დამოუკიდებელ პიროვნებად. მას აქვს საკმარისი განათლება და უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ მამის, ბიძის ან ნათესავების დაუხმარებლად დასაქმდეს.
დაბოლოს, მოვუწოდებ ტელეარხ იმედის ხელმძღვანელებს და ჟურნალისტებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას, რათა არ შეიყვანონ შეცდომაში მათი მაყურებელი და უსამართლოდ არ მიაყენონ ზიანი მათ თანამოქალაქეთა რეპუტაციას!”
კომენტარები