მაშინ, როცა, საქართველოს ფეხბურთისმოყვარულთა საზოგადოების ინტერესი ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული, საქართველოს საფეხბურთო ქალთა ნაკრებმა კიდევ ერთი თამაში მოიგო.
სოციალური გვერდი “ქსკ ლანჩხუთი” ინფორმაციას ავრცელებს:
?? საქართველო 3️⃣ : 2️⃣ აზერბაიჯანი ??
მწვრთნელ გიორგი ჩხაიძის წარმატებული დებიუტი!
დღეს საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 3 : 2 გაიმარჯვა.
ანგარიში 27 – ე წუთზე ლელა ჭიჭინაძის ჩაწოდების შემდეგ თეონა ბაქრაძემ გახსნა.
45 – ე წუთზე თეონა თოდაძემ კუთხური მოაწოდა, ბურთი მირზელიევამ საკუთარ კარში ჩაჭრა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა 2:0.
მეორე ტაიმში სტუმრებმა თამაშს მოუმატეს და 66 – ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად ალიევამ გარდასახა 2:1.
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, თუმცა 82 – ე წუთზე ირინა ხაბურზანიას ჩაწოდების შემდეგ ანასტასია ბოლქვაძემ ანგარიში 3:1 გახადა. მიუხედავად, აზერბაიჯანელებმა ბრძოლა გააგრძელეს და 95 -ე წუთზე ანგარიშში სხვაობა აჰმედოვამ შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3 : 2.
მომდევნო მატჩს ეროვნული ნაკრები ისევ აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 ივნისს ჩაატარებს.
კომენტარები