ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 4 წლის შემდეგაც არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა პირთა წრე კვლავ გაიზარდოს.
15 აპრილს თბილისში დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავეს.
როგორც გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე “ალიასთან”, ჯერ კიდევ 2019 წლის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, მან ჯერ კიდევ საავადმყოფოში გაიგო „მისი შვილის მკვლელის“ სახელები.
„იმ მომენტში, ისევ მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა დათუჩას ეცოცხლა. ჩემს გვერდით უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა ლაპარაკობდა, ყველას ხმა მესმოდა, არ ვფიქრობდი, ოღონდ, რა მესმოდა, რას ვიგებდი, არ მინდოდა, იმის მოსმენა, ვინ და როგორ ჩაარტყა ჩემს შვილს დანა, მაშინ მხოლოდ დათუჩაზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი!
მერე, როცა დათუჩა აღარ იყო, მერე როცა საავადმყოფოდან წამოვედი, მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილის მკვლელების სახელები ვიცოდი, ვიცოდი, როგორ დაარტყა სამმა ადამიანმა დანა ჩემს შვილს და ორმა დადუნაშვილს“.
კითხვაზე კი, დაჭერილი ორი ადამიანიდან, ვინ არის მესამე, პასუხობს, რომ მღვდლის შვილი.
„მღვდლის შვილი! და მის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არაა, გააქრეს!“.
დათუნა სარალიძისოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს:
„საქმეს დასრულებულად არ მივიჩნევთ, სანამ სამოხელეო დანაშაულის კუთხის ნიშნითაც არ იქნება საქმეზე, წინ გადადგმული ნაბიჯი. რეალურად, მე რა განცხადებებსაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაზარალებული მხარის პოზიციაა. მე მისი წარმომადგენელი ვარ და ჩემი განცხადება მისად აღიქმება. ჩვენი პოზიცია ეს არის, არ მივიჩნევთ საქმეს დასრულებულად სანამ, არ იქნებიან სწორედ ის პირების დანაშაული გამოვლენილი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ამ საქმის მსგავსად სხვა საქმეებზეც გავლენებს არ ჰქონდეს ადგილი“.
შეგახსენებთ, სამოხელეო დანაშაულზე, ზაზა სარალიძეც და ნესტან ლონდარიძეც წლებია საუბრობენ.
კომენტარები