როგორც ცნობილია სახელმწიფო მთელი ქვეყნის მაშტაბით მონასტრებს, მის ირგვლივ არსებულ დაახლოებით 10 ჰექტარ ტყეს გადასცემს, ( ყველას ერთად 10 ჰექტარს) ამ ფაქტს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კრიტიკა მოყვა, ზოგმა ეს ფაქტი რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევად შეაფასა, ზოგმა კი აღნიშნული ფაქტი მოახლოებულ არჩევნებს დაუკავშირა და სახელმწიფო ეკლესიის მოსყიდვაში დაადანაშაულა.სამებაში წირვის შემდეგ ჟურნალისტები მეუფე ნიკოლოზს გაესაუბრენ და კითხვა ამ თემაზეც დაუსვეს, მეუფე ნიკოლოზის თქმით ეს ფაქტი არ უკავშირდება არჩევნებს და ეს არ არის სახელმწიფოს მხრიდან ნდობის მოპოვების საშუალება.
„ნამდვილად არ ვიცი რა მოცულობის მიწაზეა საუბარი, მაგრამ თუ გადასცა, ძალიან კარგია. ამ ფორმით ხელისუფლება საპატრიარქოსგან ნდობას ვერ მოიპოვებს. მიწებს გადასცემდა წინა ხელისუფლებაც, იმის წინა ხელისუფლებაც. ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ ეკლესიას იმდენი ჩამოერთვა კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ვფიქრობთ, ეკუთვნის ეს მიწები უკან დაუბრუნონ. ეს არ არის ნდობის მოპოვების საშუალება. მე თუ მიწას გადმომცემს ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მას მხარს დავუჭერ. შესაძლოა, როგორც მოქალაქემ მხარი დავუჭირო, მაგრამ არა იმიტომ, რომ დღეს მიწა გადმომცა“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კომენტარები