რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ მედიას, NBC-ს ინტერვიუ მისცა.
ამერიკელმა ჟურნალისტმა პუტინს პირდაპირ ჰკითხა, გასცა თუ არა მან ალექსეი ნავალნის მოკვლის ბრძანება.
“რა თქმა უნდა, არა. პირველ რიგში, ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მკვლელობის ჩვევა. მეორეც, თქვენ გაეცით ბრძანება, მოგეკლათ ქალი, რომელიც კონგრესში შევიდა და პოლიციამ ესროლა?” – უპასუხა პუტინმა შეკითხვას და ახსენა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს დაჭრილი ქალის გარდაცვალების შემთხვევა.
NBC-ს ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს შემცვლელზეც დაუსვა კითხვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რომ არ თვლიდა პუტინი, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა თანამდებობაზე, მით უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მომავალი პრეზიდენტი, “ხომ არ მოხდება ისე, რომ შემცვლელი გამოჩნდება და შემდეგ ყველაფერი ერთ საათში ჩამოიქცევა”.
“ოდესმე ჩემს ადგილზე აუცილებლად მოვა სხვა. თუ ვნახავ, რომ ვიღაც, თუნდაც ჩემი საქმიანობის ზოგიერთი სფეროს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, თუ დავინახავ, რომ ამ ადამიანს აქვს კონსტრუქციული შეხედულებები, ადამიანია, ქვეყნის ერთგულია, მზადაა, მამულის საკურთხეველზე დადოს არამხოლოდ წლები, არამედ მთელი თავისი ცხოვრება, ჩემს მიმართ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ადამიანებს მხარდაჭერა ჰქონდეთ.
ოდესმე, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პროცესია, ბიოლოგიური, ჩვენ ყველას შეგვცლიან, თქვენც – თქვენს პოზიციაზე და მეც – ჩემსაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი მყარად იდგება და თავდაჯერებულად შეხვდება მომავალს.” – თქვა პუტინმა.
კომენტარები