ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები ცნობილია. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ.
„ირანის 4 მოქალაქე, რომელიც გუშინ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, ამ მომენტამდე ინფექციურ კლინიკაში იმყოფებიან. არცერთ მათგანს პნევმონია არ დაუდგინდა. სულ ახლახან მივიღეთ პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლის მიხედვითაც მათ არც ახალი კორონა ვირუსი არ უდასტურდებათ.
ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით, დღის ბოლოს გავწერთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თეგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები