ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის გამო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. ამის შესახებ BBC წერს. ს.
კორონავირუსის კლასიკური სიმპტომების ჩამონათვალია: ხველა, სიცხე, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.
კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები შეიცვალა. დელტა – ინდური შტამით ინფიცირებული პაციენტები ყველაზე ხშირად თავის ტკივილს, სურდოს და ყელის ტკივილს უჩივიან.
როგორც Zoe Covid Symptom study-ის კვლევის ავტორი პროფესორი ტიმ სპექტრი აღნიშნავს, ახალგაზრდებს, რომლებიც “დელტა” შტამით არიან ინფიცირებულები გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ. ამის გამო, შესაძლოა, მათ დაავადებაზე ყურადღება არც გაამახვილონ, რითიც ისინი სხვების ჯანმრთელობას შეუქმნან საფრთხეს.
ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კი წერს, რომ დელტა ვარიანტის გამოკვეთილი ნიშნებია თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ნაკლებას ყნოსვის დაკარგვა:
ბიძინა კულუმბეგოვი:
“თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ნაკლებად ყნოსვის დაკარგვა – დელტა (ინდური) ვარიანტის უფრო გამოკვეთილი ადრეული ნიშნებია.
აი- და შეიტანე შენი წვლილი პანდემიის დასრულებაში”
კომენტარები