იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა და დიდი ხმაურით – იტალიას მომაკვდინებელი ვირუსი მოადგა…
შემოაბიჯა მცოცავმა სიკვდილმა და ჩრდილოეთიდან დაიწყო, მისიის შესრულება…
არ ვშფოთავ, არ მეშინია – თითქოს ქართველები ჯავშანით ვიყოთ დაბადებულები და სინამდვილეში კი, ღმერთის იმედით ვუყურებ – შიშით წარმოთქმულ “კორონა ვირუსს”…
ბლოკადა იზრდება და მოსახლეობამ სურსათის შეგროვება დაიწყო – ეს უკვე ომს ჰგავს – სიკვდილი და სიცოცხლე იბრძვიან, უფრონტო ხაზზე!
მიკვირს, რომ მშვიდად ვარ???
“შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა”!!!”
კომენტარები