თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მარიამ კუბლაშვილმა დაამტკიცა:
- რომ იგი არ არის მხარე.
- რომ არანაირი მიზეზი თემირლანის წინასწარ განზრახვით მკვლელობისა არ არსებობდა.
- რომ სოსო გოგაშვილის დადანაშაულება მაშინ როდესაც არსებობენ კიდევ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა დონეზე ამ ოპერაციაში არის პოლიტიკური ნაბიჯი და აშკარა წაქეზების ფონზე ხდებოდა.
- რომ თემირლანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, რადგან სპეცრაზმელს გაუჩნდა მისგან ხიფათის განცდა – რასაც მოყვა გასროლა.
- რომ იგი არის ვახა ტერლოევის ერთგული ადამიანი, რადგან საბოლოო ჯამში მისი ქმედებები და საუბარი წარმართულია იქითკენ, რომ დაიცვას ეს ადამიანი დამღუპველი წაქეზებისგან და არ ჩაადენინოს გამოუსწორებელი შეცდომები”
შეგახსენებთ, პროკურატურა, სუსი, შსს, სახელმწიფო, პრემიერი, ყველა – ამტკიცებს რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა და მისგან მოდიოდა რეალური საფრთხე! თუ ხედავ რეალურ საფრთხეს და მაშინ ისვრი – ეს ვერ იქნება უბედური შემთხვევა!
თუ ეს იყო უბედური შემთხვევა, გამოდის, სპეცრაზმელმა არასწორად შეაფასა საფრთხე და იქ არ იყო ხელყუმბარა, ხო, ბატონო ერეკლე?
თავის დროზე რომ ეღიარებია ლთ ძალოვან უწყებებს, რომ სპეცრაზმელს გაუჩნდა საფრთხის გრძნობა და მაგიტომ გაისროლა და არა რეალური საფრთხის გამო, თავის დროზე რომ ეთქვათ ეს უბედური შემთხვევააო, ახლა მალხაზ მაჩალიკაშვილი ისევ ორმაგად გამწარებული არ იდგებოდა ქუჩაში!
შეგახსენებთ ასევე, რომ ერეკლე კუხიანიძე და სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ახლო მეგობრები არიან!
მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია და თუ სტრასბურგი დაადგენს, რომ თემირლანის მხრიდან საფრთხე არ იყო რეალური, უკან დასახევად ცუდი ნაბიჯი არ არის უბედურ შემთხვევაზე ახლა საუბარი, ხომ?
ისევე, როგორც, არჩევნების წინ, სულაც არის ცუდი სვლა გომელაურის, ჩიმაკაძისა და სხვებისთვის იმის შეხსენება, რომ ისინიც მარაქაში იყვნენ გარეულნი!
ალია
კომენტარები