ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე უზენაეს სასამართლოში ახალ მოსამართლეთა დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ ძალიან შეშფოთებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის გამო.
მისივე თქმით, “კლანური” მმართველობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას.
“ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ამავდროულად უკავშირდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებასაც. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. “კლანური” მმართველობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას!,- წერს ვიოლა ფონ კრამონი.
კომენტარები