დღეს სახალხო დამცველს პარლამენტში ელოდებიან. ომბუდსმენი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარუდგენს.
საუბარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. ნინო ლომჯარიას ანგარიში 486-გვერდიანია. დოკუმენტი მოიცავს ადამიანის უფლებების მიმართულებებით იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში გასულ წელს გამოვლინდა.
კომენტარები