რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნა იგეგმება, რომელიც საღეჭი რეზინის სახით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
სააგენტოს წყაროს ცნობით, პრეპარატზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მუშაობს. შესაბამისი სამუშაოები ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს.
„პრეპარატის სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენების სიმარტივე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დადებით ეფექტს შექმნის“ – განაცხადა „რია ნოვოსტის“ წყარომ.
ცნობისთვის, 2020 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის ცენტრთან ერთად ვაქცინა „Sputnik-V” შექმნა.
კომენტარები