“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ქათული ოცნების” ბორჯომში შეკრებასა და პარტიაში მოსალოდნელ შესაძლო ცვლილებებს ეხმაურება:
“როგორ შეიძლება გავლენა ერთს ჰქონდეს, პრემიერი იყოს და პარტიის თავმჯდომარე მეორე, აბსოლუტურად ცარიელი ადგილი, რომელიც მხოლოდ ძირის თხრით და ამბების მიტან-მოტანით არის დაკავებული?!
ამიტომ „ქართული ოცნების“ ბორჯომში შეკრება „რაზბორკა“ უფრო იქნება, ასე მგონია და თან სულ ასე იყო…
გახარიას რაც ეხება, თუ დასაჭერია, მაშინ დასაჭერია „ქართული ოცნების“ მოქმედ ლიდერებთან შეთანხმებული იმ სქემების გამო, რომლებსაც ის შს მინისტრობის დროს ახორციელებდა.
ასე რომ, უსამართლოდ თუ დაჩაგრავენ, გახარიასაც დავუჭერ მხარს, ოღონდ ეს კაცი დღესაც ამბობს, რომ მელიას დაჭერა სამართალი იყოო.
ხოდა, აი ასეთი სამართალი თვითონ უნდა გამოსცადოს თავის თავზე და მერე დააფასებს გვერდში დგომას და ადამიანების მხარდაჭერას”
კომენტარები