გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს, რომლებიც არასათანადო სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ, სხვა დამსაქმებლებთან გადაიყვანენ.
როგორც გერმანიის საელჩო იუწყება, დამსაქმებელმა დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები.
გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოში ამბობენ, რომ ეს პრობლემა ცალკეულია და აუცილებლად მოჰყვება რეაგირება მათი მხრიდან.
„გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
კომენტარები