ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 500-მდე ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2 619-ს მიაღწია.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 77 403-მდე გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით კი მონაცემი 79 619-ს შეადგენს
დღემდე ვირუსით ინფიცირებული 25 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე ათას 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.
კომენტარები