პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საკნდალურ ჩანაწერებზე გაკეთებული სიუჟეტის შესახებ იყო საუბარი, შაბათის გადაცემის ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა.
ნოდარ მელაძე:
“საქართველოს პროკურატურა, როგორც ჩანს, დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყო იმ რეალობით, რომელიც შეიქმნა ბერა ივანიშვილსი საჯარო აღიარების შემდეგ, მან ამ ჩანაწერში მოყვანილი ფაქტები ტელეიმედთან ინტერვიუში თავად აღიარა და მომავალშიც მსგავსი დანაშაული დაანონსა და თქვა, რომ შეურაცხყოფას არავის აპატიებს და ასე იქცეოდა და ასე მოიქცევა.
დღეს პროკურატურამ გვითხრა, რომ ჩადენილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაული დაცვის უსაფრთხოების თანამშრომლებს, ბრიფინგიდან გავიგე, რომ როცა ნადირობის სეზონი იყო გამოცხადებული ივანიშვილზე, ისინი ნამდვილად დადიოდნენ კარდაკარ და ეძებდნენ ადამაინებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში. ალბათ რთული წარმოასადგენი იყო რომ ივანიშვილის კონტროლირებადი პროკურატურა მის წინააღმდეგ რამე შედეგს დადებდა. დღევანდელი ბრიფინგიდან მოვისმინეთ მნიშვნელოვანი აღიარებები.
დღეს პროკურატურამ აღიარა, რომ არაფორმალური გარჩევები ეწყობოდა და სამართალდამცავების ფუნქცია შეთავსებული ჰქონდათ არაუფლებამოსილ პირებს ამ შემთხვევაში ივანშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. ბევრი კითხვა დარჩა და გულუაშვილი გაიქცა დღეს ბრიფინგიდან კითხვებს არ უპასუხა. საინტერესოა ბერას აღიარების შემდეგ თუ დაიბარეს ის პროკურატურაში და თუ მისცა ჩვენება, თუ იყო ჩვეენის მისაცემად მისული ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დაკითხეს ანზორ ჩუბინიძე.ამის შესახებ კითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია. ამ ყველაფრის მიზანი არის ჟურნალისტების დაშინება და ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომ მსგავს უკანონობებზე აღარ მოამზადონ რეპორტაჟები და არ ჩანს სურვილი რომ რეალური გამოძიების ჩატარება მოხდეს. ლოგიკურიც არის ვიდრე ეს პოლიტიკური გუნდია ხელისუფლებაში მათი პოლიტიკური გუნდის ლიდერის წინააღმდეგ რა თქმა უნდა არანაირი გამოძიება წარმოებული არ იქნება”
კომენტარები