აშშ-ის საელჩო საქართველოში, ფოტოს აქვეყნებს და წერს:
საქართველო აშშ-ის გვერდით იდგა ერაყსა და ავღანეთში და ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დაჭრილ მეომრებზე ზრუნვაში. ცოტა ხნის წინ აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით ერთ დაჭრილ მეომარს მდივნის დელეგატის სტატუსი მიენიჭა, რაც საშუალებას აძლევს მას, გაიაროს სამედიცინო პროცედურები აშშ-ის დაწესებულებაში. ამჟამად კიდევ ერთი დაჭრილი მეომარი იმყოფება ამერიკაში მკურნალობის გასავლელად. აღნიშნული სტატუსი აშშ-ის მთავრობის სახელით დღემდე 24 დაჭრილ მეომარს მიენიჭა.
საქართველოში, წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ამჟამად 230 ქართველ და 139 უკრაინელ სამხედროსა და მათ ოჯახებს ემსახურება. ეს ცენტრი, რომელიც აშშ-ის მთავრობის $4.2 მილიონი დოლარის გრანტით დაფინანსდა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა ააშენა, 2,000 კვადრატულ მეტრზე დიდ სივრცეს მოიცავს ფიზიკური და წყლის თერაპიებისთვის, ასევე, ფსიქოლოგიური მკურნალობისთვის.
კომენტარები