ჩინეთში, ქალაქ უხანში, კორონავირუსის განმეორებითი 159-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის კომისია იუწყება. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 2 523 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2619-მდე გაიზარდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.
ჩინეთს გარეთ კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი იაპონიაში ფიქსირდება – 838 ადამიანი.
კომენტარები