ცნობილი კინოვარსკვლავის ჟან-კლოდ ვანდამის ვაჟი აზერბაიჯანელების სიძე გახდა. ბაქოში გამართულ ქორწილს, უფროსი ვანდამიც ესწრებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოხმაურებები მოჰგყვა, მათ შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ფეისბუქის გვერდზე გახმაურებულ ქორწილზე, წერს:
„დღეს ჩვენს სამეზობლოში დღის მთავარი ამბავი ისაა, რომ ცნობილი კინოვარსკვლავის, ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგო მოიყვანა . თავად ვანდამმა დღეს ბაქოში საქორწილო ღონისძიებაზეა ჩასული….კარგია კარგი ილხინონ მაგას რა ჯობია. ჩვენ, აზერებს ვან დამის სახით სიძე გვყავს, ასე რომ აწი ფრთხილად“ – წერს ტვ „მთავარის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი.
კომენტარები